ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, შრომის ბაზრის კვლევის და განვითარების განყოფილების უფროსმა გიგა ხარაბაძემ თანამდებობა დატოვა.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი სურვილი იყო.
_ არაფერი, საკუთარი სურვილით დავწერე განცხადება, _ გვითხრა მან.
_ ბატონო გიგა, თუ საიდუმლო არ არის, სად იწყებთ მუშაობას?
_ როცა დავიწყებ, აუცილებლად გეტყვით, _ განაცხადა ხარაბაძემ.
გიგა ხარაბაძე, წლების განმავლობაში , ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მათ შორის, ის იყო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე.