გერმანიის ქალაქ ფოტგლანდის ვიოლინოებისა და მშვილდების(!) მწარმოებლებმა ფირმის რეკლამისა და გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად მსოფლიოში ყველაზე დიდი ვიოლინო დაამზადეს.
უნიკალური საკრავის სიგრძე 4,2 მ-ია, ხოლო სიგანე 1,23 მ, მისი ხემი კი 5,1 მ სიგრძისაა.
ინსტრუმენტი ჩვეულებრივი ვიოლინოს ზუსტი ასლია, თუმცა მასთან შედარებით 7-ჯერ უფრო დიდია.
რასაკვირველია, მასზე დაკვრაც შეიძლება, თუმცა ამისთვის 3-კაციანი ბრიგადაა საჭირო: ერთმა სიმებს უნდა მიხედოს, ორმა კი ხემი ამოძრაოს. ამიტომ, ცხადია, კეთილხმოვანებაზე ლაპარაკი ზედმეტია.