დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად, ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ ვიქნები. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული, _ ამის შესახებ გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მანამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მომავალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კენჭს აღარ იყრის.