ივანიშვილი უნდა წავიდეს და წერტილი, _ განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოზურგეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას.
_ ივანიშვილი უნდა გავუშვათ _ესაა მთავარი! ეს არის კაცი, რომლის წინაშე ხმის ამოღებას ვერ ბედავს ვერავინ. მიშას დროს ერთმანეთში ვკამათობდით მაინც, ესენი საერთოდ ვერაფერს ახერხებენ, _ განაცხადა უგულავამ.
ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ივანიშვილი ხალხს დასცინის:
_ ამათ უფლება რომ მისცე, წელთაღრიცხვას 2012 წლიდან დაიწყებენ. სამარცხვინო სიტუაცია გვჭირს და ეს უნდა გამოვასწოროთ. მთავარია, ივანიშვილი მოვიცილოთ და მერე ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა. ღმერთმა დაგვიფაროს მხოლოდ ერთი პარტია რომ იყოს, _ განაცხადა უგულავამ