უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და გიგი უგულავას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.