ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე სოციალურ ქსელში მთავრობის იმ გადაწყვეტილება ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ.
“ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მაქვს დიდთოვლობისას დაზარალებული ოჯახებისთვის!!!
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, სტიქიასთან “ეფექტურად მებრძოლ” სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მისცემენ.
საუბარია 3 მილიონ 200 ათას ლარზე.
გილოცავთ!
დაცინვაც ასეთი უნდა…”, _ წერს გიორგი მორჩილაძე.