გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას!
გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.
მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს!
მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!
დიახ, გამარჯვება ჩვენია!
სულ გამარჯვებები საქართველო! _ დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.