გუშინ იგოეთთან მომხდარ საშინელ ავარიას სამი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა _ გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი მეგობრები, კლასელები იყვნენ.
სოციალურ ქსელში ბიჭებს ემშვიდობებიან და წერენ, რომ გიორგი ხუციშვილი დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყო.
„ისეთი ალალები იყავით“;
„მთელი კასპი შეძრულია ამ ტრაგედიით“;
„გიო დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყავი…“
როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.