ექიმი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა. კონკრეტულმა ხალხმა გააკეთა all in. სავარაუდოდ ამის გამო დაიჭერენ კიდეც.
არჩევნებში შესრიალებულებმა დაინახეს რომ დასრულდნენ. ჩვენ დავინახეთ რომ დასრულდნენ. ჩვენ დავინახეთ, რომ ფარსში მონაწილეობა ამ ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას არ სურს!
რუსთაველი აქამდეც იდგა და ამის მერეც იდგება! ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!
ეს პროცესი გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს იმ ხალხმა, ვისაც საქართველოს იდეის ბოლომდე სჯერა!
გჯერა საქართველოს იდეის?!
მაშინ გააქრე ნიჰილიზმი და გააგრძელე ბრძოლა და წინააღმდეგობა!
ყველას, ვის კისერზე და ბედზე და თავისუფლებაზე გაიარა ამ დღემ, პატივი ვცეთ და მადლობა ვუთხრათ. ყველა იმას აკეთებს რაც შეუძლია. შეცდომების გარეშე საქმე არ კეთდება.
ყველა ცოცხლები ვართ, ყველა ისევ ბრძოლაში ვართ! ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ და ვართ მზად!” _ წერს გიორგი ახობაძე.






























































