პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს, _ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.
ამასთან, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.