“პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
ლანჩხუთში გახარიას პარტია „ლელოსთან“ შესაძლო გაერთიანებაზე ჰკითხეს.
_ მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც „ლელოსთან“, _ თქვა გიორგი გახარიამ, _ ჩვენ ჩვენი გეგმით „ლელოსთან” მიმართებაში, კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება _ ეს ძალიან მომწონს.
იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ, არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს.
მამუკას მე რა ვუყო _ ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის.
პარტიამ „საქართველოსთვის” უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწადნახევარზე დიდ ხნიანი პოზიცია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობა” და წითელი ხაზია „ოცნება”. ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის, _ თქვა გახარიამ.