პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მიდის _ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.
გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღესაა დაბარებული, სადაც მისი შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ იბარებენ.