“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შალვა თავდიშვილი ბათუმში ექსპერტიზაზე იმყოფება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ახალმოწვევის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირების დროს შალვა თავდიშვილს ფიზიკურად შეეხენ და მას აქვს დაზიანებები სხეულზე. აღნიშნულ ფაქტის შესასწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს. ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალმოწვეული საკრებულოს პირველ სხდომაზე “ქართული ოცნების“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგ პოლიციელებმა დარბაზიდან ძალით გამოყენებით საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები შალვა თავდიშვილი, გოჩა შარაშენიძე და დათო მჟავანაძე გაიყვანეს. დათო მჟავანაძე კი დააკავეს და დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არის ჩანიშნული პროცესი.