,ლივერპულმა” მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
კონტრაქტის ღირებულება ქართველი ფეხბურთელებისთვის რეკორდულია და 35 მილიონ ევროს შეადგენს.
ის ,,ლივერპულს” 2025 წლის ივლისში შეუერთდება.
მეკარე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ვალენსიაში, სადაც 2021 წელს დინამოდან გადასვლის შემდეგ სამი წელია იმყოფება.
ამ დროისთვის მამარდაშვილს ლა ლიგის შემადგენლობაში 102 მატჩი აქვს ჩატარებული.