საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა. თამაშში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩი 3:1 დასრულდა.
თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა.
ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს:
„სადებიუტო თამაში @euro2024-ზე რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით! თამაში, სადაც ყველამ დაინახა, რომ არასდროს დავნებდებით! მადლობა გვერდში დგომისთვის“,- წერს გიორგი.