“უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის”,_ ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
მამარდაშვილის თქმით, მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს,”_ თქვა მამარდაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.