საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად შეხვდება და მიმართავს წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტიგენტს
“ეს წვრთნები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ჩვენი ნატო-სთან თავსებადობის ასამაღლებლად. პრეზიდენტს ექნება მიმართვა შეიარაღებული კონტიგენტისათვის, სადაც ის ბუნებრივია, ხაზს გაუსვამს, როგორც ჩვენს სამხედრო თანაშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრებს და წარმოადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ. საქართველოს პრეზიდენტს მანამდე ექნება კომუნიკაციის საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავლთან“, _ განუცხადა ფხალაძემ ჟურნალისტებს.