საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს მტკიცე თანადგომას უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს“, _ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.