საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგრველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში იმართება.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.