ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა მოცეკვამემ, გიორგი ფოცხიშვილმა მოკლე დროში მეორე მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ჰოლანდიური გამოცემა de Volkskrant-ის ინფორმაციით, ქართველ ბალეტის მოცეკვავეს ამჯერად პრიზი De Zwaan გადაეცა.
გიორგი ფოცხიშვილმა მსოფლიოს ბალეტის და თეატრის პრესტიჟული პრიზი მოიპოვა საცეკვავო სპექტაკლ “მწვანე მაგიდაში” მთავარი როლის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.