გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილესთან გიორგი ციბაძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ნიგვზიანის, ნინოშვილის, აკეთის, ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ ხუთი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად ჩვენ მივიღებთ განახლებულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი მომავალი თაობა შეძლებს უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ, ადაპტირებულ გარემოში სწავლა-განათლების მიღებას. პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, აღემატება შვიდ მილიონ ლარს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.