სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე, გარე ფასადების განახლება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი , ცენტრალური მოედანს, პარკსა და საავტომობილო მაგისტრალის შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
(R)