გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მანქანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელიდან ევაკუატორით გაიყვანეს. ამ დროს პარლამენტის დეპუტატი მანქანაში იჯდა.
როგორც პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, ისინი მივიდნენ ჯაფარიძესთან, რომელიც მანქანაში იჯდა, თუმცა კონტაქტზე არ გამოვიდა, რის გამოც მისი გაყვანა ევაკუატორით გადაწყვიტეს.
ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრები სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს.
პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს.
როგორც ამბობენ, მიზანი დაუმორჩილებლობაა.
მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით:
“სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში”.
წყარო: ფორმულანიუსი