თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 39 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 33 ჯარისკაცია. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, დაკავება დიდი ოპერაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებში გიულენის მოკავშირეების გამოვლენას.
როგორც ცნობილია, 2006 წელს თურქეთში მომხდარ წარუმატებელ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, თურქეთი ამერიკაში მცხოვრებ მღვდელს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.































































