საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას დიდი მადლობას უხდის მათ და ამბობს, რომ ის პირადად სხვა მოწოდებას ელოდა მათგან.
მისივე თქმით, ის ელოდა, მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული კადრები არ უნახავს.
“არ მინახავს კადრები, კარგს რომ არაფერს გამოაქვეყნებდნენ ვიცი. რა უნდა ვთქვა? არ მინახავს”,- აღნიშნავა გიული ალასანია.
კითხვაზე, თუ რას ეტყოდა შვილს ასე უპასუხა: “არაფერს”.