„ბოლო რამდენიმე საათის მოვლენები აჩვენებს, რომ გლობალური კონფლიქტის საფრთხე ნამდვილად სერიოზული და რეალურია”,_ ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
გარდა ამისა, ტუსკის განცხადებით, ომი უკრაინაში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და არავინ არ იცის ამ კონფლიქტის დასასრული.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული განცხადება დონალდ ტუსკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მის ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი იმ ქვეყნის სამხედრო ობიექტს დაარტყას, რომლის იარაღიც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
პუტინის ამ განცხადებას უპასუხეს დიდ ბრიტანეთშიც. ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მზად არიან უპასუხონ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგ.