ტრაგიკულად დაღუპული ჩოხატაურელი ჯარისკაცი, ლეიტენანტი გიორგი ხაბეიშვილი დღეს მშობლიურ დაბლაციხეში დაკრძალეს.
ჯარისკაცი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და მასთან გამოსათხოვრად უამრავი ადამიანი მივიდა.
გიორგის მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელშიც ემშვიდობებიან და მასზე მოგონებებს წერენ.
“სამყარო ჩამოიქცა, მზე დაბნელდა, მეხის გავარდნას ჰგავდა გიორგის ტრაგიკული გარდაცვალება,არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ მწარე რეალობაა.
“როგორ გამორჩეულად კარგი იყავი გიორგი და როგორი რჩეული შვილი დაკარგა საქართველომ შენი სახით”;
“მჯერა, რომ ღმერთს საუკეთესოები მასთან მიყავს. სამშობლოზე შეყვარებული უდიდესი პატრიოტი დაგვაკლდა. საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ჯარისკაცი და სამაგალითო ქართველი. მოგვენატრები, მეგობარო. ნათელში ამყოფოს შენი სული;