2008 წლის აგვისტოს ომში შინდისში დაღუპული გმირის ემზარ წილოსანი შვილი, მარიამ წილოსანი ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს, ირინა წულაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც მარიამი ყვება, მასსა და პედაგოგს შორის კამათი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბარს მოჰყვა.
,,შენგან არ მოველოდი, სამარცხვინოა შენი პოზიცია”, _ მოსწავლის თქმით, ამ სიტყვებით მიმართა პედაგოგმა.
,,ესაა გმირის შვილი! იდგება და იბრძოლებს ყოველთვის საქართველოს გადასარჩენად მომავლის გადასარჩენად!
წულაძე ირინა, გეშინოდეს მარიამის ცრემლების, არ შეგარჩენ და არ შეგრჩებ.ა
სამარცხვინო პედაგოგო, დატოვე გმირის სახელობის სკოლა ) შენ არ იმსახურებ მაგ სკოლის პედაგოგობას!
არ გავჩერდებით, არ გვინდა თქვენი ბოდიშები!” _ წერს მარიამის მამიდა ლია წილოსანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს, სადაც გოგონა საუბრობს მომხდარ ინციდენტზე.
ავტორი