ლანჩხუთში ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პარტიული სიების პირველი ნომრების ვინაობა გაასაჯაროეს _ ინფორმაციას “გურია თუდეი” ავრცელებს.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი ლიდერი ჯუმბერ ბლაგიძე პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და კენჭს სუფსის მაჟორიტარად იყრის, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მისი კონკურენტი მოქმედი მაჟორიტარი ია მოქია იქნება.
რაც შეეხება “ლელოს”, მისი პარტიული სიის პირველი ნომერი ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია იქნება . იგი ასევე კენჭს იყრის ქალაქის იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კვიტაიშვილია.






























































