“გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა დაიმეწყრა და შესაბამისად ჩაიხერგა მინიმუმ ორი დღით (აშკარად მეტი დასჭირდებათ)
ცუდად დაგეგმილი სამუშაოების გამო, დაბლა გამოაცალეს მიწის ამ ნაწილს საყრდენი, ერთი თვის წინ მიცემული რჩევა არ გაითვალისწინეს…
მოგზაურ ხალხს გაუზიარეთ, ამ გზით რომ არ წამოვიდნენ”,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ივერი ბალახაშვილი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოძრაობა აკრძალულია შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.