ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიული სია ჩოხატაურში უკვე შეჯერებულია.
სიის პირველი ნომერი და ამავდროულად, ჯვარცხმა-გორაბერეჟოულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი გოგი ბოლქვაძეა. ბოლქვაძემ ჯერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც თანამდებობის დატოვებაც მოჰყვა.
სიის მეორე ნომერი ვალერიან (ვატო) ჩხიკვაძეა;
მესამე ექიმი-პედიატრი ბაია ძნელაძე;
მეოთხე _ ზვიად ბენდელიანი;
მეხუთე _ ექიმი ვახტანგ გაჩეჩილაძე;
მეექვსე _ სამრევლო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადონა ზაქარეიშვილი;
მეშვიდე – ლევან ჯიქია;
მერვე _ ვასილ სიხარულიძე;
მეცხრე _ თამარ თავბერიძე;
მეათე _ ჯონი ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, რომ პარტია მერობის კანდიდატს, პაატა ბერიშვილს, როგორც დაანონსებულია, დღეს 19 საათზე წარადგენს.
ბერიშვილი მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილების ყოფილი სპეციალისტია.