“არჩევნები ვერ ჩაატარენ ამ შობელძაღლებმა, ამგენმა”, _ ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა აქციაზე გოგი წულაიამ.
“ჩერჩილმა ომი მოიგო, მაგრამ არჩევნებით გადადგა. კოლმამ გერმანია გააერთიანა, გერმანია ააყვავა, უთხრა გერმანელმა ერმა არჩევნებზე, წადი დაისვენეო და წავიდა ის კაცი. ამ შობელძაღლებმა ქვეყანას დედა უტირეს, დაამშიეს, გააუბედურეს, ტერიტორიებს კარგავენ და წასვლა არ უნდათ”, – თქვა წულაიამ. გოგი წულაიამ სახლში დარჩენილ ადამიანებსაც მიმართა და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა. “ხელისუფლება მაშინ თავხედობს, როცა გაუდის. ვიცით გამოთქმა, რატომ ტირისო და გაუდის და მაგიტომ ტირისო. არ გაუვა, როცა ვიქნებით ერთიანი, როცა ვიქნებით უფრო მეტი, როცა დავივიწყებთ ვინ რომელი პარტიაა, უკვე აღარაა მაგის დრო. ვინ, რა, როგორ… ჯერ ამას უნდა მოვტეხოთ კისერი და მერე უნდა ვარჩიოთ არჩევნების გზით, ვინ გვინდა, ვინ არ გვინდა და როგორ იქნება”, – თქვა წულაიამ.