გომელაურს მოუწია სპეცრაზმის აღმოსავლეთიდან ჩამოყვანა, _ ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თენგიზ გუნავამ “გურია ნიუსის” მიერ დასმულ კითხვას სამეგრელოში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ.
გუნავას თქმით, ადგილობრივებმა არ შეასრულეს ის დავალება, რაც შსს მინისტრისგან მიიღეს.
“სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ხდება იმიტომ, რომ ადგილობრივმა რაზმმა არ მიიღო ის დავალება, არ შეასრულა ის სიბინძურე, რაც მათი უფროსისგან მიიღო და გომელაურს მოუწია თბილისიდან და გორიდან ჩამოეყვანა სხვა სპეცდანიშნულების ჯგუფები. მათი ნაბიჯები ისედაც ცხადია _ ფოლიციის მაიორს, პოლიციის ყოფილ უფროსს ცეცხლსასროლ იარაღს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს უდებენ ლეიბის ქვეშ, რომელზეც წევს მისი მეუღლე და მცირეწლოვანი გოგო. ასეთი ქმედება არც ერთ შემთხვევაში არ ეპატიება ძალოვან უწყებას. ვაფრთხილებ ჭელიძეს, ვაფრთხილებ ბედოიძეს _ არ გაბედონ მსგავსი რამე, თორემ თავად აღმოჩნდებიან მართლმსაჯულების წინაშე. _ გვითხრა გუნავამ.
[sexy_author_bio]