ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე თოვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის სოფელ შემოქმედში სერგი ლეჟავას თქმით, თოვლი მთაზე დილით მოვიდა.
“გუშინ არ თოვდა. ამ დილით გათოვდა და 20 სანტიმეტრზე თოვლი დადო. როგორც ვიცი ახლაც თოვს“, _ გვითხრა სერგი ლეჟავამ.
კურორტზე მცხოვრები მერაბ სანიკიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორც გამოიყურება გომისმთა 2 ნოემბერს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.