ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომოსმთას, როგორც გვატყობინებენ, წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
_ასეთი ამბავი არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. გომისმთაზე უამრავი ტურისტია, ბუმია, უმეტესად საქართველოში მცხოვრებლებია. ამინდებიც კარგია. ბევრგან ნახავთ გაშლილ კარვებს. ზოგიც ადგილზე, კოტეჯებში და ძველ სახლებში ქირით ცხოვრობს- გვატყობინებს წყარო.
კითხვაზე, ტურისტების სახელით ხომ არ ხდება „მიწის მაძიებელთა“ შემოსვლა , რომლებიც განუკითხავად, ყველგან არჭობენ „რკოლებს“ და ეს უკვე ჩვეულებრივ ამბავად არის ქცეული გომისმთაზე, ასეთი პასუხი გაგვცეს:
„მაგ მხრივ, არ რცხვენია და არც ერიდება, ვინც ბოძების უკითხავად დარჭობას კადრულობს. ამიტომ არც თავს ინიღბავენ. წელს ნამდვილად უამრავი ტურისტია. ერთი შეხედვით იცნობ და მიხვდები. ამ ადამიანებს ძალიან დიდი პოზიტივი მოაქვთ მთაში და იმის იმედსაც აღვიძებნ, რომ ეს ქაოსიოდესმე დასრულდება და გომისმთა მართლაც გახდება ვიზიტორთა უსაყვარლესი ადგილი.“