ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისა და გოგიეთის საზღვარზე ტყეში ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმითვე, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ გახდება ცნობილი რა ფართობი დაიწვა.
ცნობისთვის, ფოტო რომელიც ინფორმაციას თან ახლავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა და დრონით გადაღებულ კადრს ასახავს.