ერთი საათის წინ გონიოში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. თვითმხილველების განცხადებით ბიჭის გადარჩენას მისი მეგობრები და მაშველები ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.
მაშველების თქმით, შავი ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც სამძებრო სამუშაოებს ვერ ახორციელებენ და ამ ეტაპზე პლაჟის ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, გონიოს სანაპირო ზოლი დაუცველია.