გონიოში დღეს, დილით მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია..
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო “თემოსთან” ერთმანეთს ოპელის” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
“ოპელის” მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.