Google-ის აპლიკაციებს დამატებით 30 ენის ხმოვანი ამოცნობის ფუნქცია დაემატა. მათ შორისაა ქართულიც. ამის შესახებ On.ge წერს.
განახლების შედეგად გვემატება უძველესი ქართული ენა, მისი მეათე საუკუნის დროინდელი ანბნით”, _ ნათქვამია რელიზში.
ახალი ენების დამატებისა და საუბრის ნიმუშების ასაღებად, Google მშობლიურ ენაზე მოსაუბრეებს პოპულარული ფრაზების წაკითხვას სთხოვდა. ახალი ენები, ასევე, ხელმისაწვდომი გახდა Cloud Speech API-ში და მალე დაემატება გუგლის სხვა აპლიკაციებსა პროდუქტებსაც, მათ შორის Google Translate-ს.
შესაბამისი ფუნქციის გასააქტიურებლად Play Store-დან გადმოტვირთეთ და დააყენეთ Gboard და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი.
ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, გახსენით Google-ის აპლიკაცია, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს და გადადით პარამეტრების განყოფილებაში, შემდეგ აირჩიეთ Voice (ხმა) და აირჩიეთ ქართული ენა.