„მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, “- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის წერილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა და მედიასთან წაიკითხა.
„მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცენდენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც მუდამ მჯეროდა ჩემი ხალხის გაოგებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომით, -” მიმართავს ის მხარდამჭერებს.
მიხეილ სააკაშვილი წერილში ასევე მადლობას უხდის ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს, მოშიმშილე დეპუტატებსა და საკრებულოს წევრებს.
„მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას, “- წერს ის წერილში.