ამბობენ, რომ სიყვარული მართავს მსოფლიოს, მაგრამ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ხალხი საკუთარ გრძნობაზე სხვადასხვანაირად ლაპარაკობს, საკმაოდ საინტერესო ნიუანსებით…
კონსერვატორი ბრიტანელები – ინგლისელები ნამდვილად არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ფანტაზიით. წყვილების გაცნობისა და ურთიერთობის მეთოდებიც საკმაოდ ტრადიციულია. კლასიკა უპირველეს ყოვლისა, – მიაჩნიათ მათ.
ბერძნები – ერთდროულად სენტიმენტალურებიც არიან და ძალიან ვნებიანებიც. მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ერად არიან მიჩნეულები და მათი მამაკაცები ფლირტზე გიჟდებიან.
თურქეთი – ოსმალეთის იმპერიაში მოდაში ჰარამხანები იყო. თანამედროვე თურქი კაცებიც განსაკუთრებული „მადით“ გამოირჩევიან, როცა საქმე სიყვარულს ეხება. თურქი კაცები გამორჩეული ეჭვიანებიც არიან.
გერმანელი – არასოდეს შეიყვარებს თავდავიწყებით. მისთვის უმთავრესი პარტნიორის პიროვნული ღირსებებია. თუმცა, დაგეთანხმებიან იმაში, რომ სექსი თავის ტკივილს შველის.
შვედები – ტემპერამენტით არ გამოირჩევიან, მაგრამ არც ისეთი ცივები არიან, როგორებიც ჩანან. თითოეულ შვედ ქალს ცხოვრების განმავლობაში 11 პარტნიორი მაინც ჰყავს.
ბრაზილიელებს – სიყვარულისადმი ლტოლვა თავიანთ ცხელ სისხლში აქვთ. ისინი სექსუალურობით მსოფლიოს რეკორდსმენები არიან. თუმცა, აქაურ მამაკაცებს ძალიან ეშინიათ ქალის მხრიდან უარის.
ამერიკელებს – უნდათ ყურადღება და სითბო. ამერიკელი ქალების უმრავლესობა უჩივის იმას, რომ მამაკაცების ალერსი არ ჰყოფნით. მათ მოსწონთ და სჭირდებათ ხანგრძლივი სასიყვარულო პრელუდია.