“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ვრცელ კომენტარს აკეთებს.
„დღეს, როდესაც ოპოზიცია აქ შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი დაედოს კომპრომისს, რომელიც შეიძლება, ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა _ უკაცრავად, ამ ტერმინის ხმარება მიწევს, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული, თუ არაპროპორციული არჩევნები _ ჩემი ხელია მთავარი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.
პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ, ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება.
აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში!“ _ თქვა ჟურნალისტებთან გრიგოლ ვაშაძემ.