“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ვაშაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.
ცნობისთვის, რომ გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობა და პარტია 15 დეკემბერს დატოვა და მას შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიცური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა.
შარლ მიშელის შეთახმების ახალი ტექსტს, ხელი მოაწერა ,,ქართულმა ოცნებამ“.
ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს: “ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ; „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა; „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ; „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.
დოკუმენტზე ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
შარლ მიშელის დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.