საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ესაა გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ ის პაციენტები, რომელთა მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოათავსებენ, მათთან აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, რადგან მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია“, – განაცხადა ჩხაიძემ.