სამედიცინო დაწესებულბებში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მომართვიანობამ იმატა და ხშირ შემთხვევაში, ადგილი არ აქვთ. ექიმების თქმით, ვირუსი მაღალი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ნაკლებად ახასიათებს გართულება.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ვირუსები კი სეზონზე ყველა ქვეყანაშია და საქართველოც გადაიტანს.