გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა აჭარაში მოხდა. პაციენტმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ერთი კვირის წინ სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმართა.
პაციენტი დღეს დილით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
ექიმების განცხადებით, პაციენტს გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა ჰქონდა. შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია და დაფიქსირებულია A ტიპის ვირუსი.
„პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაეწყო ინტენსიური მკურნალობა. შემოსვლიდან რამდენიმე საათში მისი სუნთქვა გადავიდა აპარატულ უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ის გადიოდა მკურნალობას რეანიმაციაში… მან საავადმყოფოს მომართა უკვე გართულებული მდგომარეობით,“ – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.