ჯგუფში, „ქართველები საფრანგეთში“ წერენ, რომ საფრანგეთში 29 წლის ლევან ხაჭაპურიძეს ეძებენ.
„ქართველებო, ბიძაშვილი დაიკარგა, ლევანი ხაჭაპურიძე, 29 წლის. ბოლოს 16 ივნისს პარიზში იყო. რომ გველაპარაკა მეტროში ტელეფონი დაუკარგავს. ლტოლვილის სტატუსი აქვს.
ძალიან გთხოვთ, თუ ვინმე შენიშნავთ სასწრაფოდ შეგვატყობინეთ. მეოთხე დღეა არ ჩანს. თავად ლიონში ცხოვრობს და ვეძებთ. პარიზში დაიკარგა და არსად აღარ ჩანს. გთხოვთ, ყველგან გააზიაროთ“, – წერს ჯგუფის წევრი ირაკლი ხაჭაპურიძე.