გუბერნატორის პოსტი გურიაში ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა.
“მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის. მჯერა, რომ ზურაბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გურიაში შეიცვალოს. თქვენ იცით რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ გურიაში, რომლის დასრულების შემდეგ ვიხილავთ ეკონომიკის კუთხით მნიშვნელოვანწილად გააქტიურებულ გურიას”, _ განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც 7 რეგიონის გუბერნატორი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი რწმუნებულების წარდგენამდე 1 საათით ადრე გურიის გუბერნატორმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.