დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა.
ინციდენტის დროს 30-მდე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო დაშავებულთა შორის რუსეთის 20 მოქალაქეა _ ოფიციალური წყაროების თქმით, ეს ინფორმაცია საბოლოო არ არის.
აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს შტაბის ხელმძღვანელის როდიონ ბაზბას თქმით, მიმდინარეობს ხანძარმოდებული საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ევაკუაცია. მისივე თქმით, ჩამტვრეულია შენობების ფანჯრები, შეზღუდულია მოძრაობა სოხუმიდან ახალ ათონამდე.
“რაც შეეხება თავად ალმოდებულ საწყობს, მასთან მიახლოება ჯერ კიდევ შეუძლებელია, რადგან იქ გრძელდება აფეთქებები”, _ თქვა ბაზბამ.