ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, გუგა მამფორია ერთ დღეში გახდა პოპულარული. ის რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla -ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. მანამდე კი გუგას ფოტო თიკა ჯაბანაშვილმა გადაუღო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ კი სარეკლამო კომპანია “სარკე“ დაინტერესდა, რის შემდეგ მოხდა რეკლამის გადაღება.
“არ ველოდი ამ შემოთავაზებას. კარგი განცდა იყო, როდესაც დამიძახეს სარეკლამო გადაღების დროს.“ – გვითხრა გუგა მამფორიამ. გუგა მამფორია “დინამო მარტვილის“ ფეხბურთელია. ის მარჯვენა ნახევარმცველია. მისი ჰობია ფეხბურთის თამაში და გართობი. საყვარელი საფეხბურთო კლუბია ბარსელონა, ფეხბურთელი კი მესი.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე აპირებს თუ არა ის ფეხბურთს გაყვეს, მან გვიპასუხა: “ჯერჯერობით აზრი არ შემიცვლია. მინდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი გავხდე.“ – გვითხრა გუგა მამფორიამ.
ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი